суббота, 19 ноября 2011 г.

”მე წავალ, ჩემს შემდეგ სინათლეს დავტოვებ“



„ისინი ვინც სიცოცხლეშივე აღწევენ მიზანს და ხდებიან მეფეები, რჩებიან ისტორიას, აღელვებენ მომავალ თაობებს და სიცოცხლეშვე გრძნობენ იმ ბედნიერებას, რასაც უკვდავება ჰქვია." „მე უბრალოდ წამოვწვები და გადავიხურავ ბალახიან მიწას, სულ ეს არის და ეს"

მართლაც ასე მოხდა. მან მიაღწია, ის დარჩა ისტორიას და მომავალი თაობებიც ააღელვა თავისი შემოქმედების უკვდავობით. ირაკლი ჩარკვიანმა „დროს გაუძლო" და ვერაფერი დააკლო მას „გაფრენამ," მეფე დღესაც მშვიდად ცურავს, ყველა მსემნელის ფიქრში, გონებაში, აზროვნებაში...

დღეს, 19 ნოემბერს, „მეფე" ირაკლი ჩრკვიანს 50 წლის იუბილე აქვს. ამ დღესთან დაკავშირებით, „კაფე გალერეაში" მისი ახალი ალბომის პრეზენტაცია უნდა გამართულიყო. ალბომი ქეთათომ და გიორგი ასლანიშვილმა, (ირაკლი ჩარკვიანის მეგობარი და ყოფილი პრიოდუსერი) რადიო „უცნობის" სტუდიაში ჩაწერეს, სამწუხაროდ ალბომის გამოცემა ფინანსების უკმარისობის გამო ვერ მოხერხდა. ალბომი 13 ნამუშევარს აერთიანებს. მასში შესულია ირაკლის გამოუქვეყნებელი მუსიკა და ტექსტები. თავმოყრილია ნიკა კოჩაროვის, ლევან თოფურიძისა და სხვა მუსიკოსების ნამუშევრები.

დღეს გაიმართება ახალი საიტი „kaia.ge" -ს პრეზენტაცია, სწორედ აქ შეუძლიათ მოისმინონ მომღერლის თაყვანისმცემლებს მისი ახალ ალბომი „თეთრი ღმერთი." აქვე განთავსებულია „მეფეს" ლექსები, ფოტოები და სიმღერები. გამომცემლობა ინტელექტმა მომღერლის იუბილესთან დაკავშირებით გამოსცა ირაკლი ჩარკვიანის ახალი წიგნი, ორიგინალური გარეკანით. (მომღერლის პირადობის მოწმობა) წიგნში გაერთიანდება ირაკლის საავტორო სვეტები, საგაზეთო სტატიები და ინტერვიუები.
ირაკლი ჩარკვიანის მუსიკალური მოღვაწეობა დაიწყო 1976 წელს, ჯგუფ „არიშთან" ერთად. მუსიკოსის შემდეგი ჯგუფი იყო, ნაკლებად ცნობილი „ტაქსი," რომელშიც აგრეთვე უკრავდნენ დადა დადიანი, ბიჭიკო ოსიპოვი და კახა კიკაბიძე. მისი პირველი ალბობი 1988 წელს გამოვიდა, იგივე სახელწოდებით,- „ტაქსი" და მსმენელის დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.  

„ტაქსის" წარმატების პიკი იყო 90-იანების დასაწყისი. შემდეგი პროექტები იყო: ელეტრონულ-ალტერნატიული ჯგუფი „Childrens Medicine" (საბავშვო მედიცინა) (1991-1992);" Georgian Dance Empire" (1993, ელექტრონული მუსიკა); „Daira" (1997) - ამ უკანასკნელ პროექტში ირაკლისთან ერთად მონაწილეობდა დადა დადიანი.

სოლო კარიერა დაიწყო სიმღერით "War is Over". მისი პირველი სოლო-დისკი, „Svan Songs" (ჩაიწერა და გამოიცა 1993 წელს,გერმანიაში) მომღერლის მნიშვნელოვანი დებიუტი იყო, ის დღემდე ითვლება 90-იან წლებში ჩაწერილი ქართულენოვანი ალტერნატიული დისკების ერთ-ერთ მთავარ ნიმუშად.

  1994-1995 წლებში ირაკლი მუშაობდა მუსიკაზე კინოფილმისათვის „ორფეოსის სიკვდილი."

1997 წელს გამოიცა მუსიკოსის მეორე სტუდიური ალბომი „აფრენ." შემდეგ გამოჩნდა სიმღერა „საქართველო," 2000 წელს კი „ უსაფრთხოება." ირაკლის მორიგი სტუდიური დისკი „ამო" 2001 წელს ვიდოკლიპებთან ერთად გამოვიდა. ალბომი ცნობილია სიმღერებით „სექსი" და „ორღანი78."

2004 წელს კი გამოჩნდა ალბომი „სავსე", ამ ალბომმა ირაკლის შემოქმედების თაყვანისმცემელთა ახალი ტალღის გამოჩენა გამოიწვია. დაიწყო ახალი ეტაპი.
„იმდენად ამოწურული ვარ და იმდენად სავსე,- ამიტომ ჰქვია ალბომსაც ასე,- „სავსე" ამბობდა თავად მომღერალი.

ეს პერიოდი გამოირჩევა ირაკლის შემოქმედებითი აქტიურობით. ის მუშაობდა ბევრ ახალ სიმღერაზე და, პარალელურად, საკმაოდ ხშირად იღებდა ახალ ვიდეოკლიპებს საკუთარ სიმღერებზე.აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდიდან მან საკუთარ ფსევდონიმად „მეფე" აირჩია. „ყოველი ჩვენგანი ოდესმე ხდება მეფე, უმრავლესობა სიკვდილის ბოლოს, სიკვდილამდე ორი წუთით ადრე ეუფლება, მაგრამ მეფობა ისევე გარდაუვალია როგორც მონობა." - წერს ის თავისივე რომანში „მშვიდი ცურვა"

2006, წლის 25 თებერვალს, მეფემ სხვა განზომილებაში გადაინაცვლა. ის საკუთარ სახლში გარდაიცვალა. მოგვიანებით, 2007 წელს, ცნობილმა მუსიკოსებმა მის ხსოვნას მიუძღვნეს ალბომი „ქაღალდის გემი". ალბომის შექმნაში მონწილეობდნენ, ჯგუფები: „33ა", „მწვანე ოთახი", „Outsider", „ვაკის პარკი", „The Young Georgian Lolitaz" და სხვა შემსრულებლები. მოგვიანებით გამოიცა მის სიცოცხლეშივე ჩაწერილი უკანასკნელი მუსიკალური მასალა,-ბოლო სტუდიური ალბომი „ძირს მეფე".



      დაე, იცოცხლონ . . .  

გემუდარები,
ნუ ხოცავ ტარაკნებს, დედა,
დაე, იცოცხლონ.
ხომ იცი, როგორ უყვართ გათბობის მილები,
იქნებ ერთმანეთიც უყვართ?
მათ გაზურაზე უწევთ ცხოვრება,
ჩვენ დედამიწაზე,
მერე რა?
ერთიმეორისგან ვერ გაარჩევ,
სახელებიც არ ჰქვიათ,
როგორ ახარებთ სითბო და ტკბილი ჯემი,
რა მათი ბრალია, რომ არ იციან თავიანთი არსებობის შესახებ,
პლანეტებმაც ხომ არ იციან შერქმეული სახელები,
მაგრამ ბრუნავენ უმიზნოდ,
სივრცეში.
გემუდარები,
ნუ ხოცავ ტარაკნებს, დედა,
დაე, იცოცხლონ.




***
" მე ალახის არასდროს მწამდა, მე უბრალოდ სიცოცხლე მომწყინდა, მაპატიე ამ სიტყვებისთვის. არ ვიცი არსებობს თუ არა რამე სიცოცხლეზე კარგი. ალბათ არსებობს"– მეფე ირაკლის, (თუ რუმის?) სიტყვები დავაციტირე...
ახლა საშინლად ვჯაყჯაყებ, მთელი სხეულით ვინჯღრევი, და ყველაფერ ამ სიკეთესთან ერთად "მშვიდი ცურვაც" მანჯღრევს...ზოგჯერ ისეთ ფრაზას გადავაწყდები ხოლმე რომ სურვილი მიჩნდება, თითოეული სიტყვა დავიზეიპრო და ვიცურო მეფესთან ერთად, მშვიდად...
"მე შენთან მოვალ, დავბრუნდები.."ახლა რატომღაც მისი სიმღერის ეს მონაკვეთი გამახსენდა და თავი საშინლად არაკომფორტულად ვიგრძენი. გიკვირთ ხო? რატომ? ახლავე მოგახსენებთ: Жанна Фриске–ს Я была -ს ვუსმენ ამ ოფლისა და "ზედმეტადგამოჭენებული" ხალხის გარემოცვაში და ახალგარემონტებულ გადამწვარ გორს ვუყურებ :(((
რუმისა არ იყოს მეც მომწყინდა ცხოვრება, მაგრამ მისგან განსხვავებით, არასდროს მიფიქრია რომ შეიძლება მასზე კარგი იყოს რამე. ალბათ იმიტომ რომ ჩემთვის საერთოდ არაფერი ყოფილა კარგი :)) სულ ისეთი გრძნობა მაქ რომ არც მიცხოვრია არასდროს ...მე თვითონ მოვიგონე და შევქმენი რაღაც, ჩემივე ხელით ჩემივე სცენარით და ამ რაღაცას დავარქვი "ცხოვრება", რომელსაც მთელი ცხოვრებაა მინდა თავი დავაღწიო, მაგრამ ზუსტად ისეთი გამოვძერწე, ისეთი შევკერე რომ ფორმასაც კი ვერ ვუცვლი, არა და აშკარად ვგრძნობ რომ არ მყოფნის , ჰაერი არ მყოფნის და ნაჭერიც არ მწვდება, სხეულის ზოგიერთი ნაწილი შიშველი მრჩება, მაგრამ არ მრცხვენია, არც დისკომფორტს მიქმნის არანაირს, ალბათ იმიტომ რომ ჩემთვის სხეული ყოველთვის მეორეხარისხოვანი იყო....სულია მთელი ჩემი არსებობა, ის არსებობა რომელსაც მთელი ცხოვრებაა ვცდილობ აზრი ვუპოვო, აზრი რომელიც ყველაფერს აქვს თუ დაინახე და შეიგრძენი, მე კი ვერ ვგრძნობ ვერ ვხედავ, ვერ ვწვდები არსს... რომ მე მე ვარ... უბრალოდ ეს ვარ და მეტი არაფერი... "ძნელია მოუყარო თავი იმას რასაც საკუთარი მე დაარქვი"–მეფეს სიტყვებია და აბსოლიტურად ვეთანხმები ირაკლის, რომელსაც ვთვლი რომ რაღაცით ვგავარ, ალბათ მიწყენდა მეფე ოდესმე ამ ფრაზებისთვის რომ მოეკრა ყური...მაგრამ თუ მომეცა შანსი გადავინაცვლო რმელიმე სხვა განზომილებაში ან მეღირსოს ბენიერება რომ მეფე თვითონ გამომეცხადოს პროლეტარიატის დიდი ბელადივით, დაველაპარაკებოდი, მაგ თემაზე და ვიცი ის ყველაფერს გაიგებდა და თუ გუნებაზე იქნებოდა იქნებ გამმართლებოდა კიდევაც და ერთ ტალღაზე მომართული რადიომიმღებით , მშვიდად გვეცურა ორივეს...
"გული მერევა" მგონი ავტობუსის ჯაყჯაყს უნდა დავაბრალო, საშინლად მიშლის ნერვებს ეს გულისრევა რაგაც"ნერვებისრევას" იწვევს ყველაფერი რაც გარშემოა... ლაპარაკი მინდა... აქ მინდა ლაპარაკი ...და მაინც ეს იძულება... იძულება... იძულება... იძელება... იძულებული ვარ შევწყვიტოოო რომ ჩემს საყვარელ უბის წიგნაკს არ მივაყენო
შეურაცყოფა...:((


               

Комментариев нет:

Отправить комментарий