пятница, 9 декабря 2011 г.

„247⁰F“ ქართული კინოპროდუქტი მსოფლიოს 46 ქვეყანაში








სალომე სორდია
კინოში დებიუტი აქვთ, თუმცა მათი ჯგუფის საქმიანობის ჯამურ არსენალში დაახლოებით რვაასამდე სარეკლამო რგოლია. 1999 წლიდან დღემდე, სარეკლამო კომპანია „სარკე" მაყურებლისთვის ბევრი ნაცნობი და საყვარელი სარეკლამო რგოლის ავტორია. მართალია, რეკლამა ძალიან განსხვავდება სრულმეტრაჟიანი ფილმისგან მაგრამ, როგორც თავად ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, ახალი ქართული კინოპროდუქტის რეჟისორმა ლევან ბახიამ Geotimes.ge -სთან საუბარში აღნიშნა,- საქმეს მთლად გამოუცდელები არ შესჭიდებიან. ახალი ქართული პროდუქტი, ასე ვთქვათ „ჰოლივუდური" ფილმი „247⁰F" საქართველოს კინოთეატრებში 8 დეკემბრიდან 18 დეკემბრამდე გავა. ფილმის შექმნის იდეა, ბიზნესპროექტიდან წამოვიდა, რომლის ამოცანა საერთაშრისო მაშტაბებისა და სტანდარტების პროდუქტის შექმნა იყო.
ლევან ბახია: შევიკრიბეთ სამნი, მე, მეორე რეჟისორი,- ბექა ჯგუბურია და ბექა ონიანი დავიწყეთ ჯგუფური მუშაობა ფილმის პროექტზე, რომელიც არ უნდა ყოფილიყო მხოლოდ ქართულ აუდიტორიაზე გათვლილი. პროექტი საერთაშორისო და ყველასთვის გასაგები უნდა ყოფილიყო. ასეთი ჟანრია,- ჰორორის ჟანრი, ტრილერი. გვინდოდა ამ ჟანრში რაღაც ორიგინალური გაგვეკეთებინა. ვეძებდით რაღაც უნილაკურ ისტორიას და წავაწყდით კიდევაც, ძველი ნაცნობის პირად ისტორიას, რომელიც 1987 წელს მოხდა. მთელი ფილმის იდეა ამ პატარა ამბავს უკავშირდება, დანრჩენი ჩვენი წარმოსახვით გავამდიდრეთ, რომ უფრო საინტერესო ყოფილიყო. ამბავს ჯერჯერობით ვერ გაგიმხელთ, რომ შემდეგ უფრო საინტერესო იყოს.


"ფარენჰეიტ 247" ახალგაზრდული ჰორორ-ტრილერის კლასიკური ხაზით იწყება, რაც ამ ჟანრის მოყვარულებისთვის ნაცნობია: რამდენიმე მეგობარი, ამ შემთხვევაში ორი გოგონა და ორი ბიჭი ქალაქგარეთ, აგარაკზე ბინავდება. ისინი, შემთხვევით თუ ვინმეს მიზეზით საუნაში იკეტებიან და დანარჩენი მოქმედება იქ ვითარდება.
  
-როგორც ცნობილია, ფილმში მთავარ როლებს ჰოლივუდის მსახიობები ასრულებენ.
  -მსახიობები მთავარ როლზე ამერიკიდან ჩამოვიყვანეთ Scout Taylor-compton  მთავარი გმირია ცნობილი  ფილმის „ჰელოუვინი", Tyler Mane, ასევე ამ ფილმში თამაშობს მეორეხარისხოვან როლს. 
 ამ ორი მსახიობის ერთ ფილმში მღვაწეობა „ჰელუვინის" შემდეგ პირველი შემთხვევაა. Travis Van Winkle „ტრანსფორმერებში" და „პარასკევი13"- ში თამაშობს. Michael Copon, ბავშვობიდან სათავგადასავლებში სერიალების გმირია და ბოლოსChristina Ulloa , ჩვენთვის შედარბით უცნობი ამერიკული სერიალების მსახიობია. მისთვის ეს პირველ ნაბიჯი იყო დიდ კინოში, მაგრამ ნიჭიერი აღოჩნდა.
-ქართველები არ თამაშობენ?
-ქართველი თორნიკე გოგრიჭიანი, მხოლოდ, რომელიც ეპიზოდურ როლს თამაშობს, პირველ ხუთ წუთში. დანარჩენი მასოვკაში არიან კიდევ. სრულფასოვანი როლი ქართველს არ აქვს.
-რატომ , იმიტომ რომ თავიდანვე უცხოური პროექტი იყო?
  
-ფილმი საქართველოსთვის არ გაკეთებულა. მიუხედავად იმისა, რომ დიდი გამოხმაურება და ინტერესი ჰპოვა, ის ჩაფიქრებული და მიზანმიმართული იყო ამერიკული ბაზრისთვის. ვიღაც ამერიკელმა, რომ გადაიღოს თავისი ბაზრისთვის ფილმი, იქ საქართველოს ხომ არ გაითვალისწინებს? ასევეა აქაც, საქართველო არ იყო გათვალისწინებული, როგორც ბაზრის ნაწილი.
-მაგრამ ფილმის პრემიერა პირველად ჩვენთან იმართება....
-მთელი გადამღები და შემოქმედებითი ჯგუფი ქართველები ვართ, ინვესტორებიც და ტექნიკური ჯგუფიც. შიდაპატრიოტული მომენტი გვქონდა, რომ ჩვენი პროდუქტი ჩვენი ხალხისთვის გვეჩვენებინა. 
-რას უნდა ელოდეს ადამიანი, რომელიც კინოთეატრებში 8 დეკემბრიდან მივა?
- ამ ფილმის მაყურებელი ნუ ელოდება, სიტყვაზე, "ოცნების ქლაქს," „ რაც ყველაზე ძალიან გიყვარს", „ყარაბაღს", ნეგატიურად არ ვამბობ, ქართველ გმირებსა და თავგადასავლებს, ქართულ რეალობას ვგულიხმობ. ეს არის ჩვეულებრივი ამერიკული ფილმი, მაგრამ ქართველების მიერ გადაღებული.( თურმე შეგვძლებია) საინტერესოა იმ მხრივ თუ, რა ფილმი გაიტანეს ქართველებმა საზღვარგარეთ.
-როგორც ვიცი ბევრ ქვეყანაში აპირებთ ჩვენებას?
-დიახ, 46 ქვეყანაში იქნება ნაჩვენები გაზაფხულზე, მაისში. ეხლანდელი პრემიერა 8 დეკემბრიდან 18 დეკემბრამდეა, ეს ათი დღეც დიდი გამონაკლისის სახით დავუშვით. 
-ფილმი მხოლოდ 10 დღე გავა ჩვენს კინოთეატრებში, რატომ?
- ჩვენ ვეცადეთ ეს პროექტი ყველანაირი საერთაშორისო სტანდარტებით გაგვეკეთებინა. ამ სტანდარტებიდან ერთადერთი გადახვევა, ფილმის საქართველოში ჩვენება, მსოფლიო პრემიერამდე 6 თვით ადრე. საერთაშორისო დისტრიბუტორებს ჩვენი შიდაპატრიოტული მოტივები არ აინტერესებთ, ეს გამონაკლისი დავუშვით, თუმცა შეზღუდვებით. ფილმის ჩვენების უფლება მხოლოდ 10 დღე გვაქვს. 

-ეს ჟანრი საქართველოში არაა ფეხმოკიდებული, ინტერესს იწვევს, რა თქმა უნდა, მაგრამ როგორ ფიქრობთ, როგორ მიიღებს მას მაყურებელი?
-დღეს ჩვენი ბაზარი არ იძლევა საშუალებას, რომ ქართველი აუდიტორიისთვის ცალკე გავაკეთოთ რამე. გეთანხმებით იმაში რომ, ჟანრული მაყურებელი საქართველოს არ ყავს, ჩვენთან ყველაფერი არეულია, თავად კინოს კულტურაც. ასეთ სიტუაციაში ქართველი მაყურებლი, რომელიც ფილმზე მივა გაიხსენებს ქართულ რეალობაში არსებულ, ჩვენივე წარმოების ფილმებს, შემდეგ შეხედავს ამას და მიხვდება, რომ ქართველ კინომწარმოებლებსაც შეუძლიათ კარგი კინოპროდუქტის გააკეთება. ისეთი ფილმის, რომელსაც ხშირად უყურებენ, როგორც ჰოლივუდურს. მაყურებელმა შეფასების დროს არ უნდა გააკეთოს აქცენტი, თავის საყვარელ მსახიობზე, რომელიც იხდის და ამიტომ არ უნდა ნახოს ფილმი. მას უნდა აინტერესებდეს, თუ რა შევქმენით და რა შევთავაზეთ მსოფლიოს. ევროპის, აზიისა და ამერიკის ქვეყანებში ჩვენი, ქართული ფილმი, იქნება ნაჩვენები. სტატუსად - „Film in Georgia" 
-პრესისთვის ჩვენება გქონიათ, ერთ-ერთ რეცენზიაში ფილმი ნახსენებია როგორც „B კატეგორიის ფილმი, რომლისთვისაც ამდენი ხალხის შეწუხება არ ღირდა"

-ეს რეცენზიის ავტორის საქმეა. ჩვენ ვიცოდით, რომ რაღაც პროცენტს მოეწონებოდა, ზოგი ცუდს იტყოდა, ზოგი საშუალო შეფასებას გააკეთებდა. ზუსტად ამიტომ შევაწუხეთ ისინი, რომ აზრი გამოეთქვათ. მაყურებელი თავად მიიღებს გადაწყვეტილებას დაუჯეროს მათ თუ არა. აზრის მრავალფეროვნება პრემიერამდე მნიშვნელოვანია. რაც შეეხება A კლასისა და B კლასის ფილმებს სასიამოვნოა, თუ ეს ფილმი B კლასად შეფასდა, დღეს იმის იმედი არ უნდა გვქონდეს საქართველოში, რომ დამოუკიდებელმა კინოსტუდიამ A კლასის „ავატარი" ან რამე მაგდაგვარი გადაიღოს. ამისგან ქვეყანაა ძალიან შორს. ეს ფილმი არა ამრტო საქართველოსთვისაა B კატეგორია, უცხოურ საიტებზეც შეგიძლიათ ნახოთ. B კლასი, რომელიც კინოთეატრებში გავა ვფიქრობ, მაღალი შეფასებაა, იმიტომ, რომ სავსებით შესაძლებელია C ან D კლასის ყოფილიყო. ქართული კინოწარმოება ჯერჯერობით D ზე დგას. ათი B კატეგორიის ფილმი ერთ A კატეგორიამდე მიგვიყვანს, პირდაპირ A კატეგორიით ვერ დაიწყება ჩვენი კინოინდუსტრიის აღმშენებლობა. 
-გქონდათ უცნაური სარეკლამო კამპანია, ბილეთების დაჯავშნასთან დაკავშირებული?
-დიახ, მაგრამ ეს კამპანია მხოლოდ ბილეთების დაჯავშნისკენ არ არის მიმართული. ხალხს მოვუწოდებთ, რომ ფილმი ამ ათ დღეში ნახონ, რადგან გვინდა არ გვინდა ის მალე მოიხსნება კინოთეატრებიდან. 
                                               

 
geotimes.ge                             










Комментариев нет:

Отправить комментарий